გია ხუხაშვილი – „კობახიძეს თალაკვაძის დაპატიმრება უნდა“…

გია ხუხაშვილი - „კობახიძეს თალაკვაძის დაპატიმრება უნდა“...გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კობახიძის ინიციატივის ფარული გეგმა გახლავთ თალაკვაძის დაპატიმრება და დაკარგული სავარძლის დაბრუნება.
ანუ, ის ამბობს, რომ პარლამენტში ეყოლებათ დიდი რაოდენობით “მკვდარი სულები”, რომლებსაც უნდა გადაუხადონ ხელფასი. ავტომატურად დადგება საკითხი “თანამდებობის ბოროტად გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვის” ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე თალაკვაძის მიმართ. კობახიძე კენჭს უყრის თავმჯდომარისთვის იმუნიტეტის მოხსნას, დააჭერინებს და დაიბრუნებს თავის სავარძელს.
#არარისესუჭკუობიჭი”