გიგა მაქარაშვილი – “ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით!”

გიგა მაქარაშვილი - "ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით!"გიგა მაქარაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“არა, არ გვიწერია გადაშენება
ეს ქვეყანა სავსეა კეთილზე კეთილი ადამიანებით
მეორე დღის ბოლოს ეს ხდება ჩემს თავს:
•4000 პირბადე
•1100 სადეზინფექციო ხსნარი
• 114 სამედიცინო კომბინიზონი
• 3000 ხელთათმანი
150ზე მეტი მოხალისე, რომელიც ანაზღაურების გარეშე მზადაა დღესვე დაიწყოს ნებისმიერი საჭირო საქმის კეთება
27 სამედიცინო განათლების მქონე მოხალისე, რომელიც მთელს ცოდნას და ენერგიას ჩადებს ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ბუნებრივია სრულიად უფასოდ
40 გოგონა, რომელიც ვერ გამოდის სახლიდან, თუმცა ძალიან მალე გაივლის ტრენინგს და 24 საათიანი რეჟიმში გიპასუხებთ “ალტერნატიულ ცხელ ხაზზე” და ნებისმიერ მსურველს დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას
უკვე მოგროვდა 30მდე მოხალისე მძღოლი
ცალკე ემზადებიან კულინარები, ცხელი წვნიანების მოსამზადებლად, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს
ეს მხოლოდ დასაწყისია!
2 დღის წინ დავიწყე მარტომ ეს ამბავი და რასაც ფოტოზე ხედავთ, სულ 5 ადამიანის დახმარებითაა შეძენილ/მოგროვებული
ათასები რომ ჩავერთვებით, მერე რეებს დავატრიალებთ, ხვდებით ალბათ
ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით
თუ ეს პოსტი ბევრ ადამიანამდე მივა, კიდევ მეტი ჩაერთვება და კიდევ უფრო სწრაფად ვიპოვით ყველაზე გაჭირვებულებს და დახმარებასაც უსწრაფესად შევძლებთ
Gvantsa Pertia-ს მიწერეთ თუ რამით დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ ან იქით შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ”