ხატია დევსურაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი!
როგორც იცით 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა ისევე, როგორც დატრიალდა ის მანქანა რომელშიც მე და ჩემი და – მედეა დევსურაშვილი ვისხედით. ამ დღეს მედეა საბოლოო ტურზე იმყოფებოდა და მოიარა შატილის ულამაზესი ადგილები, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა და მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს. მე უამრავი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით მიმიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და შალვა ბოლოთაშვილის მიერ განწირული უფლის წყალობით გადავრჩი.
ჯგუფში მოვიძიე თრეველერ.ჯის შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ, რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს რაც ჩვენ დაგვემართა.
ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს რომ დავამტკიცებთ, რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა, კომპანია თრეველერ.ჯის ბრალეულობას წაუყენებენ.
კომპანიას არ მოუკითხია არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!!
შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობილებიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! ”
პრაიმ ტაიმი

