მარიამ გაფრინდაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მაშ ასე – გავითამაშეთ და პირდაპირ ეთერში შოუ დავდგით. ნოდარ მელაძე უწევდა პირადად ორგანიზებას ამ სპეცოპერაციას რაღა დაგიმალოთ და მე გულრწფელად იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან მჯეროდა რომ ნოდარი უფრო სიმპატიური ბიჭს შემირჩევდა თუმცა ბევრი არჩევანი არ გვქონდა. ძალიან გვეჩქარებოდა რომ ეს “ინსცენირება” უსწრაფესად განსაკუთრებით ბნელებს გენახათ ჰოდა ვინც ჩვენთან ყველაზე ახლოს იდგა ის შევარჩიეთ თავდასხმელის როლზე.
მერე ყველამ ნახეთ რა და როგორ მოხდა.
შემთხვევიდან მალევე გავიგე რომ ამ მამაკაცს თურმე ვუყვარვარ (ეს ერთ-ერთ ეთერში თქვა ). მერე რა რომ არასოდეს მინახავს, მასთან არანაერი კონტაქტი არ მქონია და უბრალოდ არც კი მეცნობა
სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. იმედია გაირკვევა რა დგას ამ
“გადაფსიხებული და პროვოკაციული ” პლატონურ სიყვარულის მიღმა.
მანამდე გეტყვით რომ მე თქვენ მიყვარხართ თქვენ, ვინც მთელი საღამო, ჩვეული, კლავიატურას მიჯაჭვული, კოლექტიური ამაზრზენობით ამტკიცებთ რომ რაღაც “დავდგით”.წერთ კომენტრებს და მიგზავნით პირად შეტყობინებებს არა მხოლოდ მე ჩემი ოჯახის წევრებსაც
არ ვიკამათებ. წერეთ რამდენიც გენებოთ.
მხოლოდ იმას გეტყვით რომ
სწორედ თქვენ ხართ მთავარი მიზეზი იმისა რომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი ხანი არაფერი არ ეშველება,”

