მასობრივი აქციები საფრანგეთში – 81 ადამიანი დააკავეს

მასობრივი აქციები საფრანგეთში - 81 ადამიანი დააკავესსაფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ მედია შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მომიტინგეები საფრანგეთში უსაფრთხოების კანონს აპროტესტებენ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შსს-ს მონაცემებით, შაბათის საპროტესტო აქციებში 130 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამავე დროს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მხოლოდ პარიზში მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 იყო, ხოლო მთელ ქვეყანაში – ნახევარ მილიონამდე.

28 ნოემბერს, პარიზში მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციის ცნობით, დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების 23 თანამშრომელი. დაშავებულ დემონსტრანტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალადობა დაგმო საპროტესტო აქციების დროს.

იპნ