მიხეილ რამიშვილი – “ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ლევან რატიანი ჰყავს”

მიხეილ რამიშვილი - "ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ლევან რატიანი ჰყავს"მიხეილ რამიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“რამდენიმე წუთის უკან დავურეკე ერთ ცნობილ ექიმს, რომელსაც მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ და კონსულტაცია ვთხოვე ახლობლისთვის. ჩვენი საუბრის შემდეგ მივწერე ეს სმს-ით.
შენ გაიხარე და გენაცვალე მაგ სუფთა კაცურ, ვაჟკაცურ და ღირსეულ საუბარში და ქცევაში, გაკვირვებული, გახარებული და აღფრთოვანებული ვარ რომ საქართველოს ჰყოლია კაცი, რომელსაც ჰქვია ლევან რატიანი, იხარე და იდღეგრძელე შენს ოჯახთან ერთად
პატივისცემით
მიხეილ რამიშვილი.
პ.ს. ღირსეული ადამიანი და ჰიპოკრატეს ფიცის ჭეშმარიტად აღმსრულებელი ბრძანდები ლევან ბატონო, აბა თქვენ იცით “სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლა”.