ნანუკა ჟორჟოლიანი – “გადავარჩინეთ ქალი, რომელსაც 16 წლის შვილი უვლიდა”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "გადავარჩინეთ ქალი, რომელსაც 16 წლის შვილი უვლიდა"ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ყველაზე მაგარი მაყურებელი მყავს მე!
სხვანაირად არ შეიძლება ამ პანდემიის დროს, ერთ საათში შეგროვდეს 58 ათასი ლარი. ამას ემატება კოკა კოლას მიერ ჩარიცხული 10 ათასი.
გადავარჩინეთ ქალი, რომელსაც 16 წლის შვილი უვლიდა. გოგო, რომელმაც სწავლაზე და საკუთარ ცხოვრებაზე დედის გამო უარი თქვა.
ახლა დედაც ეყოლება, ისწავლის კიდეც და ბედნიერიც იქნება.
მიყვარხართ! იმაზე მაგარი ადამიანები ხართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ!”