ნიკა გვარამია – „საშინელი გრიპები დადის… კაცმა არ იცის, ხალხი კორონით იხოცება თუ გრიპით“

ნიკა გვარამია - „საშინელი გრიპები დადის... კაცმა არ იცის, ხალხი კორონით იხოცება თუ გრიპით“ „მე გადავიტანე ეს გრიპი და ძლივს გამოვძვერი. წარმომიდგენია, გაჭირვებული ადამიანისთვის რა სიმძიმეა“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია,

„საშინელი გრიპები დადის, საერთოდ არაა ნაკლები და საშიში კორონაზე! კაცმა არ იცის, ხალხი კორონით იხოცება თუ გრიპით. ნუ ეძახით ყველაფერს კორონას! კორონამდეც კვდებოდა ხალხი გრიპით, ახლაც კვდება და მერეც მოკვდება! აიღეთ საკუთარ თავზე მოსახლეობის უფასოდ აცრა გრიპზე და პნევმოკოკზე!

p.s. მე გადავიტანე ეს გრიპი და ძლივს გამოვძვერი. წარმომიდგენია, გაჭირვებული ადამიანისთვის რა სიმძიმეა, ან მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სამ-სამჯერ გავიტესტე პისიარით და სისხლით ანტისხეულებზე და არანაირი კორონა, ფილტვებიც სუფთა. ვირუსული ბრონხების ანთებით მიმდინარეობს ეს გრიპი, ჩემს მეგობრებს ვირუსული ფილტვების ანთებაც დაერთოთ. ფილტვების ანთება კორონამდეც არსებობდა, ვისაც არ გახსოვთ და ვინც ყველაფერს კორონას ეძახით. მარტო კორონა არ კლავს, გრიპიც კლავს!“, – წერს ნიკა გვარამია.