ნოდარ მელაძე ქეთი ბუბუტეიშვილს – “პრობლემა ის არის, რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს”

ნოდარ მელაძე ქეთი ბუბუტეიშვილს - "პრობლემა ის არის, რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს"არჩილ თალაკვაძის მეუღლის, ქეთი ბუბუტეიშვილის პოსტს ნოდარ მელაძემ ფეისბუქში ასე უპასუხა:

“Ketevan Bubuteishvili პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებთ თქვენი ბინის მაკლერის როლი შეიათავსონ.
პრობლემა ის არის, რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს და თქვენ ავალებთ მათ, სახელმწიფოს უწყების თანამშრომლებს თქვენი ბინის გადაპროექტების საკითხები კლიენტთან განიხილონ. სად სამზარეულო უნდა იყოს და სად საძინებელი.
“დასაცავი პირის სივრცე” როგორ არის ტერიტორია სადაც აღარ ცხოვრობს! დაცალა და გადავიდა.
პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყება.
პრობლემა არის, როდესაც მოქალაქეს 21:00 შემდეგ ბინიდან გასვლა ეკრძალება და ამ დროს თქვენი ბინის მაკლერი პირდება მყიდველს რომ ამ დაწესებულ დარღვევებს.
სირცხვილია ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება.”