„პანდემიის დროს, ნოემბერში, წყლის ჭავლს რომ მიუშვებ მოქალაქეებზე, ეს მოსაკლავად გამეტებაა“ – არჩილ გამზარდია

„პანდემიის დროს, ნოემბერში, წყლის ჭავლს რომ მიუშვებ მოქალაქეებზე, ეს მოსაკლავად გამეტებაა“ - არჩილ გამზარდიაარჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„პანდემიის დროს, ნოემბერში წყლის ჭავლს რომ მიუშვებ მოქალაქეებს, ეს მხოლოდ წყლის ჭავლი არაა, ეს ტყვიის ტოლფასია, მოსაკლავად გამეტებაა.

გადატვირთულ კლინიკებსა და სასწრაფოებს საზრუნავს, რომ უმატებ დაშავებული მოქალაქეების გამო, ეს გაწირვაა.

გაუფრთხილებლად რომ შლი აქციას, ეს უკანონობაა.

და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა, მიზეზებზეც და შედეგებზე“.