მაია კალანდიამ ფეისბუქში დაწერა:
“ექიმმა მირჩია, ძილის წინ აუცილებლად გაისეირნე სუფთა ჰაერზეო, ნაკოვიდარ ფილტვზე საუკეთესოაო და გავედი გარეთ. ჩიხი, სადაც ვცხოვრობ, მოკლეა და ქუჩაში გავაგრძელე. რამდენიმეჯერ გავიმეორე ჩიხის თავსა და მეთერთმეტე სკოლას შორის მანძილი. კი გამიკვირდა ჭაჭანება რომ არ იყო, არც ისეთი გვიანი დროა 12-ის დასაწყისი. ორი კვირაა შინაპატიმრობაში ვარ და საერთოდ ამომივარდა 10-ის მერე აკრძალვა და ჯაბდაბა. მეხუთე წრე დავარტყი და ბოლოა მეთქი ვფიქრობ, უცნაური სიგნალით თავზე დამადგა…პატრული და რაღაცას მეუბნება, ვერ გავერკვიე იქამდე, სანამ გადმოსვლა არ დააპირა და შეკითხვაზე, ახლა არ იცით რომ გარეთ გასვლა აკრძალულია და ემზადება მანქანაში ჩემს ჩასასმელად თუ, ვინაობის დასადგენად, ვპასუხობ, კოვიდი მაქვს და ექიმის რჩევით ვსეირნობ))) სახეზე სიმკაცრე შეახმა პატრულს, ცალი ფეხით გარეთ გადმოსულმა დაქოქა მანქანა და რომელ მხარეს აორთქლდა, ვერ გავაყოლე თვალი.”

