პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მიმართაგენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს.

პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.