ქობულეთში მოკლული მამაკაცი დათო შარაშიძეა – მას ორსული მეუღლე დარჩა

ქობულეთში მოკლული მამაკაცი დათო შარაშიძეა - მას ორსული მეუღლე დარჩაქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ ხა­ლა­ში 31 წლის მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის მოხ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი დათო შა­რა­ში­ძეა. მას ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე დარ­ჩა. ორი­ვე მათ­გა­ნი ჩაქ­ვის ტაძ­რის მრევ­ლი იყ­ვნენ.

“რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. წი­ნათ კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. მოკ­ლულ 31 წლის მა­მა­კაცს ოჯა­ხი ჰყავ­და, მისი მე­უღ­ლე შვილს ელო­დე­ბა”, – აცხა­დებს ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მზია აბა­ში­ძე.

“დათო გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყუ­რა­დღე­ბით. მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან თბი­ლი იყო. ცოლი ახლახანს მო­იყ­ვა­ნა და მალე ბავ­შვს ელო­დე­ბი­ან. თით­ქმის ყო­ველ უქმე დღე­ებ­ზე დათო ტა­ძარ­ში და­დი­ო­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ მომ­ხდა­რით,” – აცხა­დე­ბენ მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი.

ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამბები