“რაღაც ძალიან ყალბი ხდება” – ილონ მასკმა კოვიდზე 4 ტესტიდან 2 სხვადასხვა პასუხი მიიღო

"რაღაც ძალიან ყალბი ხდება" - ილონ მასკმა კოვიდზე 4 ტესტიდან 2 სხვადასხვა პასუხი მიიღოკომ­პა­ნია ტესლას დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ილონ მას­კი ამ­ბობს, რომ ხუთ­შა­ბათს მან კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 ტეს­ტი გა­ი­კე­თა, რო­მელ­თა შო­რი­საც ორმა აჩ­ვე­ნა რომ კორ­ნა­ვირუ­სი აქვს, ხოლო ორმა აჩ­ვე­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აქვს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ მას­კის მიერ “ტვი­ტერ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტზე დაყ­რდნო­ბით წერს.

“რა­ღაც ძა­ლი­ან ყალ­ბი ხდე­ბა. კო­ვიდ­ზე ოთხჯერ გა­ვი­ტეს­ტე. ორმა ტეს­ტმა ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, ხოლო ორის პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი მო­ვი­და. იგი­ვე ტეს­ტე­ბი, იგი­ვე ექთა­ნი“ – წერს მას­კი და გან­მარ­ტავს, რომ მან ან­ტი­გენ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტი გა­ი­კე­თა BD-დან.

რო­გორც “რო­ი­ტერ­სი“ წერს, მას­კი შე­საძ­ლოა, Becton Dickinson-ის სწრაფ ტესტს გუ­ლის­ხმობ­დეს.

გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ამ­ბობს იმა­საც, რომ მან PCR ტეს­ტე­ბიც გა­ი­კე­თა სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში და მათი პა­სუ­ხე­ბი 24 სა­ათ­ში იქ­ნე­ბა.

რო­დე­საც “ტვი­ტე­რის“ ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ჰკი­თხა, ჰქონ­და თუ არა მას რა­ი­მე სიმპტო­მი, მასკმა უპა­სუ­ხა, რომ “ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის“ სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და.

ამბები