“თამარ ბაჩალიაშვილის წინაშე ვფიცავ, რომ მის საქმეს ბოლომდე მივიყვან” – მიხეილ რამიშვილი

"თამარ ბაჩალიაშვილის წინაშე ვფიცავ, რომ მის საქმეს ბოლომდე მივიყვან" - მიხეილ რამიშვილიმიხეილ რამიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ “ობიექტური” გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ “გამარჯვებას” ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა.”