„უცებ თეონა ექიმი მოწყდა და წაიქცა… ის კოვიდინფიცირებული ყველა ორსულის იმედია”

„უცებ თეონა ექიმი მოწყდა და წაიქცა... ის კოვიდინფიცირებული ყველა ორსულის იმედია"ექიმი არჩილ ჯალაღონია  მე­დი­კოს თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შესახებ გვიყვება:

“ჩემო ქუ­თა­ის­ლე­ბო,  აუ­ცი­ლე­ბე­ლია იც­ნობ­დეთ ახალ­გაზ­რდა ექიმს თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რო­მელ­თა­ნაც მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­მუ­შა­ვა კლი­ნი­კა “ბო­მომდში” რამ­დე­ნი­მე თვე კო­ვიდ 19-ის ბლოკ­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლე­ბის და უძი­ლო ღა­მე­ე­ბის მომსწრე… ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში რო­გორ ზე­ი­მობ­და სი­ცო­ცხლე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით…

თე­ო­ნა ერ­თა­დერ­თი ექი­მი გი­ნე­კო­ლო­გი იყო იმ პე­რი­ოდ­ში და­სავ­ლეთ­ში, ვის­თა­ნაც გად­მო­ყავ­დათ ყვე­ლა კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი დედა… ათე­უ­ლო­ბით ორ­სუ­ლი მი­ი­ღო, უმ­კურ­ნა­ლა, მო­ე­ფე­რა, ამ­შო­ბი­ა­რა და შინ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და გამ­რავ­ლე­ბუ­ლი გა­უშ­ვა თა­ვი­ან­თი პა­ტა­რე­ბით…

მახ­სენ­დე­ბა ერთი სა­მუ­შაო ღამე, და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე ორ­სუ­ლი უწევს. პა­რა­ლე­ლუ­ად სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­დის და ამ­შო­ბი­ა­რა ორი ორ­სუ­ლი, დე­დე­ბიც და ბავ­შვე­ბიც კარ­გად არი­ან და… უცებ თე­ო­ნა ექი­მი მო­წყდა და წა­იქ­ცა, მი­ვარ­დნენ ექთ­ნე­ბი, ექი­მე­ბი, გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა. მო­ი­ხე­და ჩვენ­სკე­ნაც და როცა დას­ტა­ბი­ლურ­და ყვე­ლა­ფე­რი, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­უდ­გა მის საქ­მეს…

ვი­თომც არა­ფე­რი, თით­ქოს არა­ფე­რიც მომ­ხდა­რა…თით­ქოს… მერე რა რომ რამ­დე­ნი­მე თვე კლი­ნი­კი­დან არ გა­სუ­ლა, მერე რა რომ საკ­ვებს არ ღე­ბუ­ლობს ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე, მერე რა რომ ამ­დე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დედა და ჩვი­ლი, მერე რა რომ კო­ვი­დია, მერე რა რომ თვი­თო­ნაც ცუ­და­დაა, მერე რა რომ და­ინ­ფი­ცირ­და, მერე რა რომ პნევ­მო­ნია აქვს, მერე რა რომ მა­საც ჰყავს ოჯა­ხი, მერე რა რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ კუ­რორ­ტის მა­გივ­რად ისევ კლი­ნი­კა­შია…

ის ყვე­ლა კო­ვიდ 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლის იმე­დია, ქა­ლა­ქის სი­ა­მა­ყე და ჩემი რო­გორც კო­ლე­გა მო­ნა­პო­ვა­რი…იც­ნობ­დეთ, გიყ­ვარ­დეთ და გა­უფრ­თხილ­დით.”