64 წლის ქეთევან მემეშიში რუსთავში ავარიაში დაიღუპა – ვიდეო

64 წლის ქეთევან მემეშიში რუსთავში ავარიაში დაიღუპა - ვიდეო1 დეკემბერს რუსთავში, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მსუბუქი ავტომობილი, შევროლე ქვეითს დაეჯახა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 64 წლის ქეთევან მემეშიშია.

როგორც გარდაცვლილის შვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, ქალი კომენდანტის საათის დაწყებამდე სამსახურიდან სახლში მიდიოდა, გზაზე გადასვლის დროს კი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ინფო რუსთავი