“ჩვენც აღმოვაჩინეთ ჩვენს კარზე ჩამოკიდებული საჩუქარი” – მაკა მახარაშვილი

"ჩვენც აღმოვაჩინეთ ჩვენს კარზე ჩამოკიდებული საჩუქარი" - მაკა მახარაშვილიმაკა მახარაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“საახალწლო სასწაული გრძელდება.
გუშინ ჩვენც აღმოვაჩინეთ ჩვენს კარზე ჩამოკიდებული საჩუქარი.
არ ვიცი ვინ აკეთებს ამას,მაგრამ იქნებ აქ წაიკითხოს ეს ჩემი წერილი.
მინდა იცოდეთ,რომ ამ თქვენმა საქციელმა გაკვირვება, წარმოუდგენელი სიხარული და სითბო შემოიტანა ჩვენს ოჯახში.
გვჯერა, რომ დედამიწას სიყვარული და სიკეთე ამოძრავებს …
"ჩვენც აღმოვაჩინეთ ჩვენს კარზე ჩამოკიდებული საჩუქარი" - მაკა მახარაშვილიჩვენ კი თქვენგან მიღებული სიხარული გავანაწილეთ ერთ მრავალშვილიან ოჯახსა და ქუჩაში მდგომ გაჭირვებულ ადამიანებს შორის (ცოტა ჩვენთვისაც დავიტოვეთ) და მინდა, რომ ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ უკან…
მადლობა ამ მოულოდნელი სიხარულისთვის და ბედნიერი წუთებისთვის…
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას.
ps.ეს ხელთათმანი ჩვენს ნაძვის ხეს ამშვენებს, როგორც უანგარო სიკეთის სიმბოლო. თან აქტუალურიც არის, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.”

მსგავსი საჩუქარი სხვა ოჯახმაც იპოვა, რის შესახებაც ფეისბუქში თამო თოდუამ დაწერა.