ელენე ხოშტარია – „როგორი წვრილმანი მატყუარა და მავნებელი გვყოლია უბეში“

ელენე ხოშტარია - „როგორი წვრილმანი მატყუარა და მავნებელი გვყოლია უბეში“ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში წერს:

„როგორი წვრილმანი მატყუარა და მავნებელი “გვყოლია უბეში“. ამ დისკუსიას მეც ვესწრებოდი და ამ ჭორიკანას ვერ დავუთმობ ადამიანზე ტყუილების ლაპარაკს.
როდესაც იკითხა, გამაგებინეთ არშესვლით რა ხდება და თავს შევწირავო  ბატონმა მამუკამ, უპასუხა გრძელი და ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი გამოსვლით. ხშირად არ მქონია მამუკასთან ურთიერთობა და მეც სულ ვაკვირდები და ვუსმენ.
პირველი რაც თქვა, ბოიკოტი ჩემთვის რამე ტაქტიკა და ვაჭრობა კი არ არისო, არის ღირებულებითი, მორალური პოზიციაო. გაყალბდა ეს არ ერჩევნებიო და ამოსავალი წერტილი ეს არისო. შინაგან რწმენას ვერ ვუღალატებო. ჩათვალეთ ომში ვართ და უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთი გავიტანოთო.
აი ეს სიტყვები ესე ბინძურად მოატრიალა ამ მატყუარა მავნებელმა, რომელიც პირდაპირ ნაცვლიშვილის მესიჯბოქსში ჩაჯდა
საერთოდ არ ღირს ყურადღებად ეს ადამიანი, მაგრამ ვერ მოვითმენ ასეთ დაუმსახურებელ ტალახის სროლას“.