„გიგა იწყებს და კვლავ აგებს… ევსაქები გვერჩიან რესპებს“ – დავით ბერძენიშვილი

„გიგა იწყებს და კვლავ აგებს... ევსაქები გვერჩიან რესპებს“ - დავით ბერძენიშვილი„ყველაზე მეტს სწორედ ევსაქები გვერჩიან დღეს რესპებს. მიაქციეთ ამას ყურადღება“  – წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი.

„გიგა იწყებს და კვლავ აგებს
ყველაზე მეტს ევსაქები გვერჩიან რესპებს.

დღეს ჩვენი ბლოკის სიის ჩახსნის განცხადება შედის ცესკოში. იმ სიაში არის რესპი გოგი თორდია. ისიც ჩაიხსნა. ცხადია, რესპების დასტურით.
ახლა ბლოკის იმ 36 დეპუტატმა უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე. 17- ში აპირებენ შეტანას ნაციონალები. ერთი კვირის მერე.
მერე პარლამენტში იქნება პროცედურები.
ამასობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები. ევსაქებიც კი ვერ იტყვიან უარს მოლაპარაკებებზე. ნაციონალები და ყველა სხვა პარტია გამოთქვამს მზადყოფნას.
რესპებმა ჩვენი განცხადებით მოლაპარაკებების პრიორიტეტს გავუსვით ხაზი დილიდან. არ გვქონია ინსტრუქცია აშშ- ს და ევროკავშირის ელჩებისგან…ამჟამად))
ყველაზე მეტს სწორედ ევსაქები გვერჩიან დღეს რესპებს. მიაქციეთ ამას ყურადღება. და წყალში ეყრებათ მერამდენედ. ვეღარ გამოიყენეს ენმ . ერთი- ორი დაბნეული ნაცი ახლა უკვე უკეთ ინფორმირებულია. ზოგს მეტი სიცხადისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდა. მადლობა ნაციონალური მოძრაობის იმ ბევრ აქტივისტს, ვინც დაგვიცვა თავიდანვე თუ მოგვიანებით.
რაც უფრო მეტად გავაჟღერეთ საჯაროდ პარტიის ხელმძღვანელებმა – თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პირველ რიგში, ჩვენი პოზიცია, რომ არაფრით არ ვიქნებით ენმ- ს დეპუტატების გარეშე პარლამენტში და ამასთანავე, ელჩების ხელშეწყობით მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულად არ მიგვაჩნია, რომ მეტი ოპტიმიზმი გვაქვს, ვიდრე შესაძლოა ზოგ სხვა პარტიას, მით უფრო შემცირდა ორკესტრირებული შემოტევაც.
მარტივია.“ – წერს ბერძენიშვილი.