გიორგი ხაბურძანია – “მიშას შიშით ამერიკის ელჩს რომ აგინებ, ეს საქართველოს მტრობა და პუტინოიდიზმია სრული!”

გიორგი ხაბურძანია - "მიშას შიშით ამერიკის ელჩს რომ აგინებ, ეს საქართველოს მტრობა და პუტინოიდიზმია სრული!"გიორგი ხაბურძანიამ ფეისბუქში დაწერა:

“შენი სახელმწიფოებრიობის გარანტი, ერთადერთი ძალა ამერიკა, რომ გეუბნება შედი ქალო ბუტკაშიო და შენ მარტო იმიტომ რომ მიშასი გეშინია, არ უჯერებ დასავლეთს და ამერიკის ელჩს აგინებ, ეს უკვე საქართველოს მტრობა და პუტინოიდიზმია სრული! როგორც ბუქარესტის სამიტის წინ ნაც. მოძრაობის მაშინდელმა ხიხო თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა თავისი იდიოტური განცხადებით, რომ 2008 წელს ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო, მაპი დაგვაკარგინა. ისე, ეხლა მიშას ბულინგის შიშით ბევრი, იდეაში პატრიოტი ქართველი პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და useful idiot-ის როლს ასრულებს, ანტი-ამერიკელი მიშა სააკაშვილის მხარეს დგომით სირცხვილია რუსეთის ალყაში რომ ხარ და ამერიკას აგინებ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. არც ებრაელებს არ მოსწონთ ნეთანიაჰუ, მაგრამ არაბის მხარეს თავისი შიდა პოლიტიკური მტრის ჯინაზე არასოდეს დადგებიან და არც სვხათაშირის სომხები. ეს ეხება ინაშვილის იდიოტ პარტიას და ნაც. მოძრაობის სექტას.”