ინგა გრიგოლია – “ეს გოგო ჩემი მეგობარია…”

ინგა გრიგოლია - "ეს გოგო ჩემი მეგობარია..."ეკა ხოფერიას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშვნას ინგა გრიგოლია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ეს გოგო ჩემი მეგობარია. იშვიათი ღირსებების და შრომისუნარიანობის მატარებელია. თვალდახუჭული რომ ენდობი ჭირსა და ლხინში, აი, ეგეთი გოგოა.

წლები მაკავშირებს მასთან, კონკურენციის, მეგობრობის, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოგონებების.

კულტურის და განათლების მინისტრად დაინიშნა აფხაზეთის მთავრობაში და მთელი გულით ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს. სულს და გულს რომ ჩადებს საქმეში, ეგეთი გოგოა.

წარმატებები, ჩემო ეკა ხოფერია.”