ირინა სარიშვილი – “19 წლის თეკლა თორდიას მკვლელია ყველა, ვინც ჩამოვთვალე!”

ირინა სარიშვილი - "19 წლის თეკლა თორდიას მკვლელია ყველა, ვინც ჩამოვთვალე!"ირინა სარიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ოჯახის ექიმიდან დაწყებული, ყველა იმ პირის ჩათვლით, ვისთანაც 19 წლის გოგონას და მის მშობლებს კონტაქტი ჰქონდათ და ატყობინებდნენ რომ ძალიან ცუდადაა, იმ ექიმს, რომელმაც ის არ იცოდა რომ დექსამეტაზონის გადასხმა დიაბეტიანისთვის არ შეიძლება (ეს მეც კი ვიცი), მათ, ვინც უარი უთხრეს საზღვარგარეთიდან წამლის შემოტანაზე, იმ წამლის, რომელსაც თვითონ იყენებენ, მათ, ვინც კლინიკაში ადგილი არ არისო უთხრეს სიკვდილის პირას მყოფ გოგონას და ამ მთავრობის მიერ გამდიდრებულ ერთერთ კოვიდსასტუმროში გადაიყვანა, სადაც არანაირი სახლისგან განსხვავებული პირობები არ არის, მთავრობას, რომელმაც მილიარდები შეჭამა, რის გამოც არც საველე ჰოსპიტალებია, არც აპარატურა, არც გადამზადებული ექიმები და არც ჟანგბადის ბალიში აღმოჩნდა იმ მანქანაში, რითაც ხელფეხგალურჯებული გოგონა გადაჰყავდათ, აი ამათ ყველას და ამათ დამცველებს ღამე როგორ გძინავთ?! როგორ სადილობთ?! როგორ ეფერებით საკუთარ შვილებს?! ყველა თქვენგანი, ყველა, ვინც ჩამოვთვალე, 19 წლის თეკლა თორდიას მკვლელია! ყველა!
სიბრაზისგან სიტყვებს ვეღარ ვუყრი თავს და წარმომიდგენია რა ხდება იმ ოჯახში.
ბანდიტების, ჩლუნგების, უვიცების და ღორების ხროვა მართავს დღეს საქართველოს და ეს არ არის პოლიტიკური განცხადება – ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია, ჩვენი შვილების სიცოცხლეა საფრთხეში, რა დროს პოლიტიკაა!
მიდით, გაანათეთ ქუჩები, მორთეთ ნაძვის ხე, იჟრიამულეთ ისე როგორც ცარიელ სტადიონზე ჟრიამულობდით!
მე პირადად, არც ახალ წელს და არც ერთ ზეიმზე, სადაც როგორც მონებს, ნებას გვრთავენ დასწრების, ფეხის გამდგმელი არ ვარ!
არც ის ვიცი რა დავწერე ან რითი დავამთავრო რასაც ვწერ, რადგან ვერანაირი სიტყვები ვერ გამოხატავს იმას, რასაც ეხლა ვგრძნობ.”