„ჯაფარიძეს გირჩს წაართმევ? რკოს გახსნის, თალგამს თუ ტარხუნას, მაინც ჯაფარა იქნება“ – რევაზ შატაკიშვილი

„ჯაფარიძეს გირჩს წაართმევ? რკოს გახსნის, თალგამს თუ ტარხუნას, მაინც ჯაფარა იქნება“ - რევაზ შატაკიშვილიჟურნალისტი რევაზ შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პარტიის სახელზე დავის კონტექსტში გამახსენდა.
მოქკავშირი რო შუაზე გაიხლიჩა, მაშინაც ატყდა დავიდარაბა. იყო ერთი დაგი-დუგი და აცქა-ცუცქა.
ბოლოს მოქკავშირის სახელი მამალაძის ფრთამ დაისაკუთრა. ჟვანიამ შენობა დაიტოვა და გაერთიანებული დემოკრატები დააფუძნა.
და რა ხეირი იმას ვისაც ლოგო შერჩა მარშუტკის ტრაფარეტივით?
ჯაფარიძეს გირჩს წაართმევ? რკოს გახსნის, თალგამს თუ ტარხუნას მაინც ჯაფარა იქნება და თავის მრევლს ისევე სხაპა-სხუპით აკრიფავს, როგორც ლაპარაკობს.“