მოძრაობა „გაბედეს“ წევრი მიშა ქუმსიშვილი ფეისბუქზე წერს:
„დასახლება, რომელსაც ახლა არბევს კახი კალაძე მიეკუთვნება სამგორის რაიონის N115 საარჩევნო უბანს, რომელიც გაყალბების მიუხედავად, ოცნებამ წააგო 31 ოქტომბერს – აიღო ხმების 39 პროცენტი.
შესაძლოა, ეს იყოს უბრალოდ მოსახლეობის დასჯა და პოლიტიკური ანგარიშწორება, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ რატომ აკეთებენ ამას წინასაახალწლოდ, ცივ ზამთარში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პარალელურად!“

