“კლარა და კიმი ქორწინებიდან 60 წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს” – გარი კასპაროვს დედა გარდაეცვალა

"კლარა და კიმი ქორწინებიდან 60 წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს" - გარი კასპაროვს დედა გარდაეცვალამოჭადრაკე გარი კასპაროვს დედა გარდაეცვალა.

ამის შესახებ სპლიტში მყოფმა კასპაროვმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა.

“დედაჩემი, კლარა შაგენოვნა კასპაროვა 25 დეკემბერს მოსკოვში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა” – დაწერა კასპაროვმა, რომელიც დედის გვარს ატარებს.

სინამდვილეში მისი გვარი ვაინშტეინია. ამავე პოსტში ის მამამისს, კიმ ვაინშტეინსაც, ახსენებს:

“კლარა კასპაროვა დაიბადა ბაქოში 1937 წლის 19 მარტს. მისი ორივე მშობელი ყარაბაღელი სომეხი იყო. სამ დას შორის ის უფროსი იყო. ის ცოლად გაჰყვა მამაჩემს, კიმ ვაინშტეინს, 23 წლის ასაკში. დაახლოებით მაშინ, როდესაც ვან კლიბერნს ბაქოში კონცერტი ჰქონდა.

ორივეს უყვარდა კლასიკური მუსიკა.

ჩემი ბიძაშვილი ამბობს, რომ მათ 1960 წლის 25 დეკემბერს იქორწინეს და თუ ეს ასეა, ისინის ქორწინებიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.”

ამის შემდეგ გარი კასპაროვი დედის ცხოვრების შესახებ ყვება და მადლობას უხდის ყველას, ვინც მას თანაუგრძნო დედის გარდაცვალების გამო.