“კობახიძესაც კი ეზარება უკვე თქვენი დაცინვა” – ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციას

"კობახიძესაც კი ეზარება უკვე თქვენი დაცინვა" - ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციასნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კიდევ ერთხელ: თუ 60 ოპოზიციონერიდან არცერთი არ შევა პარლამენტში, ივანიშვილის პარლამენტი რამდენიმე თვეში აღარ იარსებებს. ეს ძალიან მარტივია, ძალიან. ერთი თვეა ჭკვიანური სახეებით კი დადიხართ და რაღაც გაუგებრობებს ლაპარაკობთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივია ყველაფერი და ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი იმას, ვინც შევა. რა ქოცების შემოთავაზება? რა შეთანხმება? ვის უთანხმდებით? რაზე უთანხმდებით? კობახიძესაც კი ეზარება უკვე თქვენი დაცინვა მგონი.”