„აი, ამ ბავშვს მეორეჯერ დაუნგრიეს სახლი!” – ლაშა ჩხარტიშვილი

„აი, ამ ბავშვს მეორეჯერ დაუნგრიეს სახლი!" - ლაშა ჩხარტიშვილილეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ფეისბუქით მიმართვას ავრცელებს.

„აი, ამ ბავშვს მეორეჯერ დაუნგრიეს სახლი! იგივე ბედი ეწია სხვა მრავალს და უფრო მეტს კიდევ ელის ! ხვალ, 11:00 საათზე, კორნელი სანაიას 43-თან – “აფრიკაში” დანაშაულის ადგილას ! გავერთიანდეთ კალაძე-ივანიშვილის მიერ უსახლკარობაში გასაყინად განწირულთა მხარდასაჭერად! ნგრევის შესაჩერებლად და ქუჩაში დატოვებულთა ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით ! ყველას გელით ! მარტო ფეისბუკის პროტესტი არ კმარა ! ველით ყველას ვისაც ადამიანური თანაგრძნობა შეუძლია, მიუხედავად პარტიულ-უპარტიობისა ! და ვინც ამ თემაზე ჭიჭყინს დაიწყებს, მთავრობის პროვოკატორად გამოცხადდება ! ! ეს არცერთი პარტიის ან უპარტიოს აქცია და პირადი საკითხი არაა, საქმე ადამიანების გადარჩენას ეხება და ერთობა, სიმრავლეა გადამწყვეტი!