მიხეილ რამიშვილი – “რაც კი უბინძურესი სიტყვები და გინება არ დამაკელით, ფეშქაშ დაგიბრუნდეთ უკან”

მიხეილ რამიშვილი - "რაც კი უბინძურესი სიტყვები და გინება არ დამაკელით, ფეშქაშ დაგიბრუნდეთ უკან"მიხეილ რამიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კარგად მისმინეთ და წაიკითხეთ, ქალმაც და კაცმაც. მთელი ეს პერიოდი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, გარდაცვლილი მამის ოთარ რამიშვილის ჩათვლით, რაც კი უბინძურესი სიტყვები და გინება არსებობს, არ დამაკელით და ყველა ბრუნვაში მიტრიალეთ, იმის გამო, რომ სისტემას და პროკურატურას დავუპირისპირდი სამართლისთვის ბრძოლაში და თურმე ვყოფილვარ “ნაცი”..

მაგის დაბრალებისთვის, როგორი სიტყვებით მახსენებდით და აგინებდით ჩემი ოჯახის წევრებს, ფეშქაშ დაგიბრუნდეთ თქვენივე ნათქვამი თქვენ და თქვენივე ოჯახის წევრებს. ყველა შესაბამისი კანონისა და წესის წინაშე პასუხს აგებთ. თქვენ კი “მეგობრებო” დაახვიეთ ოღონდ მოსახვევში არ ამოტრიალდეთ.”