„ქალბატონო პრეზიდენტო, ტყვია დაიხალეთ, თუ დაიღალეთ“ – ნატო ჩხეიძე ზურაბიშვილს

„ქალბატონო პრეზიდენტო, ტყვია დაიხალეთ, თუ დაიღალეთ“ – ნატო ჩხეიძე ზურაბიშვილსნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და წერს:

„დავიღალეთო, ამ სიტყვაზე ააგო დღეს თავისი მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა.
დავიღალეთო…
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე – ეს გალაკტიონია.
ჩვენ, საქართველოს თავისუფლების და სიმართლის მუდამ მძებნელი საზოგადოება და ამ ხალხთან ერთად მყოფი ოპოზიცია არ დავიღალეთ!..
არც დავიღლებით!..
ჩვენ გალაკტიონის მოწოდებით ვმოქმედებთ!..
ჩვენ ცისკრის ვარსკვლავი გვეძახის!..
ჩვენ მიზანი გვაქვს და გავიმარჯვებთ!.,
არა, ქალბატონო პრეზიდენტო და ბატონი ივანიშვილის ავან- ჩავანნო, ჩვენ არ დავიღალეთ!..
და თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ “ განზე გადექით და ტყვია დაიხალეთ”.
პ.ს. განზე გადგომა- რეალურად,
ტყვიის დახლა- სიმბოლურად“