„სააკაშვილი დასავლეთისთვის კეთროვანი გახდა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„სააკაშვილი დასავლეთისთვის კეთროვანი გახდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილითამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ოპოზიციამ ერთი ეტაპი წარმატებით გადალახა – ვერ გატეხა ბიძინამ. გამონაკლისები მხოლოდ ამას ადასტურებენ. მეორე ეტაპის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს დემოკრატიული ოპოზიცია იმის დემონსტრირებას, რომ მისი გეგმა დემოკრატიის ინტერესებითაა ნაკარნახევი და საააკაშვილის ახირებებისგან მთლიანად დაცლილია.

სააკაშვილისგან დამოუკიდებლობის დემონსტირება იქნება გადამწყვეტი როგორც საკმარისი ხალხის, ისე დასავლეთის მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის. ამას მანტრასავით გავიმეორებ და არ დავიღლები, იმიტომ რომ ზუსტად ასეა. სააკაშვილი დასავლეთისთვის კეთროვანი რომ გახდა, ეს მხოლოდ სააკაშვილის ბრალია და რამდენი ტანტრუმიც არ უნდა მოუწყოს გვარამიამ დეგნანს, ამას ვერ შეცვლის – მხოლოდ დემონსტრირებას მოახდენს. რაც ნაკლებად გადავა დისკუსია სააკაშვილზე და მეტად კონცენტრირებული იქნება რიგგარეშე არჩევნებზე, მით უკეთესი ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის და უარესი – ბიძინა ივანიშვილისთვის“,- წერს სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი.