„ტრაგედია რომელმაც მთელი საბერძნეთი და საქართველო შეძრა… რით ვანუგეშო, ხათო, შენი შვილები .სული მეწვიის“, – წერს ათენში მცხოვრები ქართველი.
ის ემიგრანტის, ხათუნა აზარიაშვილის გარდაცვალებას გვამცნობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხათუნა ავარიაში დაიღუპა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი, მისი მეუღლე და ოჯახის დამხმარე ქალი ისხდნენ, წყალში გადავარდა, სამივე მათგანი ამ ავარიას ემსხვერპლა.

