„სიტყვა რევოლუციას ადამიანების შესაშინებლად იყენებენ“ – ზურაბ ჯაფარიძე

„სიტყვა რევოლუციას  ადამიანების შესაშინებლად იყენებენ“ - ზურაბ ჯაფარიძეხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თორემ უიმედობამ, რომელიც ხალხში არსებობს, შეიძლება რევოლუცია გამოიწვიოს. ამის შესახებ აცხადებს „ გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, სიტყვა „რევოლუციას“ ადამიანების შესაშინებლად იყენებენ.

„სიტყვა რევოლუციას იყენებენ ადამიანების შესაშინებლად და მხარდამჭერების მობილიზებისთვის, რომ თითქოს რევოლუცია ისეთი რამეა, გამოვალთ ქუჩაში და ადამიანების ხოცვას დავიწყებთ.

ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თორემ უიმედობა, რომელიც ხალხში არსებობს, რაიმეში ტრანსფორმირდება, შეიძლება რევოლუციაშიც – რომ გარეთ გამოვიდეს და ხელისუფლება შეცვალოს ხალხმა“,- წერს სოციალურ ქსელში ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე. შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ „გირჩს“, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „მოქალაქეებს“.