“სრულებით მკვდარი ფლორენცია. ავტობუსები კი დადიან, მაგრამ ვისთვის, ვერ გავიგე…” – მამუკა ბაკაშვილი

"სრულებით მკვდარი ფლორენცია. ავტობუსები კი დადიან, მაგრამ ვისთვის, ვერ გავიგე..." - მამუკა ბაკაშვილიმამუკა ბაკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“შობის დღეები…
ეხლა გამოვედი გარეთ რაღაცის საყიდლად – სრულებით მკვდარი ფლორენცია. ავტობუსები კი დადიან, მაგრამ ვისთვის, ვერ გავიგე – თითქმის ცარიელები, კანტიკუნტა ხალხს თუ მოკრავთ თვალს შიგნით..
ან მობანცალე კაცი..
ან მომღერალი..
ან პახმელიაზე აჭარხლებული, არყის ოხშივარი რომ ასდიოდეს ..
ან მაგინებელი..
ან სადმე კუთხეში გული რომ ერეოდეს…
ან ფანჯრებიდან ღრეობის ხმა…
არა რა! წამლად ვერ იპოვი რომ გინდოდეს
სად ქართული “სიცოხლე “და სად იტალიური… მარტო auguri.. auguri auguri.. – ქუჩაში. იმას კი არ გეტყვიან წამო ჩემთან ძმაო და ჩავარტყათ ერთი , შობა დავლოცოთო.. .
ღმერთმა დალოცოს ეს ჩინელები-კიდევ კარგი ამათი მაღაზია მაინც გახსნილია… .
აბა კარგად…”