თეონა ცხომელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემს შვილს ყოველ დილით 9 საათზე აქვს ონლაინ გაკვეთილი. ყოველ დილით 9 საათზე, როცა ყველა ბავშვი სახლიდან შედის ზუმში, მასწავლებელი კლასშია. სკოლაში მიდის ხალხო ყოველ დილით ფეხით, თუ არ ვცდები ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, დავალებებსაც დაფაზე წერს. მარტო იმიტომ რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას, გამოსახულების ფონზე რომ კლასი იყოს ამის გამო! ვერ ვიჯერებ…
Veriko Kalandarishvili
საჯარო მადლობა”

