„ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“ – გვარამია ოპოზიციას მიმართავს

„ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“ - გვარამია ოპოზიციას მიმართავსნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს:

„თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – ქართულ ოცნებასთან.

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

„მთავარი არხის“ სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან),

გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;

დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“,- წერს ნიკა გვარამია.