ზაზა აგლაძე – “ზურა ტარყაშვილი ჩემს შვილს არ მოუკლავს”

ზაზა აგლაძე - "ზურა ტარყაშვილი ჩემს შვილს არ მოუკლავს"23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ირაკლი აგლაძეს დღეს, 22 დეკემბერს ადვოკატი მოინახულებს. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მიზნით ჩამოვიდა სამშობლოში, 9 წლის წინ მოხმდარი მძიმე დანაშაულითვის ძებნილი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ 31 წლიანი პტიმრობა შეუფარდა.

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ აგლაძე ბოლო  წლების განმავლობაში ქვეყანაში რამდენჯერმე იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან, ეს რეაგირების გარეშე რჩებოდა. ტარყაშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ მკვლელი ახლა, ხელისუფლების დახმარებით,  საქმის მოგვარებას და ბრალის შემსუბუქებას ცდილობს, რადგან აგლაძეების ოჯახს ხელისუფლებაში გავლენიანი ნაცობები ჰყავს.

ბრალდებულის მამა “ქართულ ოცნებასთან” ყოველგვარ კონტაქტს უარყოფს და ამბობს, რომ თუ მისი შვილი საქართველოში ჩამოდიოდა, ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ იყო.

“კლასელი იყო ის გარდაცვლილი და მაშინ მარტივად, მიშას დრო იყო, მოგეხსენებათ, ქალაქში მკვლელობა მოხდა, ვინც მოძებნეს უცბად, ეს იყო და ეს. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, არსად არ ჩანს კადრებში, ჩემ შვილს მე არ ვცნობ? ერთი მოწმე ამბობს, რომ არის მსუქანი, გაუპარსავი, ხუჭუჭა, მეორე – ლამაზი, სისულელეებია. ყველა ხელისუფლებასთან ვარ გარიგებული? მიშას დროს გარიგებული ვიყავი, ამათ დროს გარიგებული ვარ, კარგით რა”, – ამბობს ზაზა აგლაძე.
ის ამბობს, რომ ირაკლი აგლაძე მკვლელობაში დამნაშავე არაა.

მთავარი