“19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ ტელევიზორის გამო მოკლა”

"19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ ტელევიზორის გამო მოკლა"თბილისში ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელი მიშო ახლოურია,

მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. ახლობლებს მომხდარს მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ამბობენ, რომ ძმები მამასთან ერთად ქირით ცხოვრობდნენ. მათ არაფერი სმენიათ ოჯახში კონფლიქტის შესახებ და ამბობენ, რომ ხმაური არც გასულ ღამეს გაუგიათ.

დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ტელევიზორი გახდა.

„ორივე გადასარევი ბავშვი იყო, საშინელება მოხდა. აქ ქირით ცხოვრობდნენ. სახლში იყვნენ, ერთი ტელევიზორს უყურებდა. როგორც ჩანს, ცოტა ხმა მაღალზე იყო ჩართული. უთქვია, ტელევიზორს ჩაუწიეო, ამას არ ჩაუწევია და შეკამათდნენ, რის გამოც დაჭრა და ვეღარ გადაარჩინეს ბავშვი“, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

შს-მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო. აი, რას წერდა გარდაცვალებამდე მიშო გიორგი შაქარაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში:

„აღარ ვიცი რა დავწერო შაქარ, უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს, ძალიან მენატრები დღითიდღე მემატება ეს ტკივილი და მონატრება შენი. შენი ხმა ჩამესმის სულ ყურში როგორი კარგი ხმა გქონდა. როგორი განსაკუთრებული იყავი. ჩემი ოქრო კაცი იქნები მუდამ, სულ შენზე ვლაპარაკობ და ვიამაყებ რო ესეთი ძმა მყავდა გვერდით. უზომოდ მიყვარხარ და ზემოთ შევხვდებით ოდესღაც, ჩემო ძმაო.“