„3 წლის წინ მეც დამაყარეს თავზე ნაგავი… ნაგვის დაყრა ძალადობაა“ – გიგა მაქარაშვილი

„3 წლის წინ მეც დამაყარეს თავზე ნაგავი... ნაგვის დაყრა ძალადობაა“ -  გიგა მაქარაშვილიდეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ბათუმში თავზე ნაგვის დაყრას გიგა მაქარაშვილი ფეისნუქში ასე გამოეხმაურა:

„მეც დამაყარეს თავზე ნაგავი
ჰო, 3 წლის წინ, გორის მერიასთან, ჩინოვნიკმა, მაღალი თანამდებობის პირმა!
2 წელი მიდიოდა სასამართლო და მიხვდით ხო როგორ დასრულდა?
მოძალადე სრულად გამართლდა!
საყვედურიც კი არ გამოუცხადეს, სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მისცეს!
ამ საქმეს რომ ასე არ დავტოვებ და საფლავამდე ჩავყვები ეგ ერთი თემაა, მაგრამ იგივე განმეორდა დღეს ბათუმში!
უბრალოდ აქ პირიქით იყო, გაბრაზებულმა და იმედგაცრუებულმა მოქალაქემ მოღალატე დეპუტატს ჩამოამხო ურნა თავზე!
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა!! ეს ფაქტი ადასტურებს რომ ქვეყანაში იდიდესი ბრაზია დაგროვებული და ეს ბრაზი უკვალოდ არ ქრება!
ბრძოლა ბოლომდეა საჭირო, თუმცა მე, ალბათ ისე როგორც ძალიან ცოტამ ვიცი, რომ ეს არაა კარგი საქციელი!
თავზე ნაგვის დაყრა არის ძალადობა, ბინძური მეთოდებით ძალადობა და ასეთი ფორმების გარეშე უნდა შევძლოთ მოძალადე სისტემაზე გამარჯვება!“