„აზერბაიჯანელებს დავით გარეჯის მონასტერთან გზა გაჰყავთ“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

„აზერბაიჯანელებს დავით გარეჯის მონასტერთან გზა გაჰყავთ“ - ნიკოლოზ მჟავანაძენიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„აზერბაიჯანელმა ოკუპანტებმა „ქეშიქჩიდაღის“, ასე უწოდებენ ისინი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემები იუწყებიან და ქვეყნის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმოწმებენ.
სანამ ჩვენი პროკურატურა გარეჯის საქმეს გამოიძიებს, სანამ გარეჯიდან მოლაპარაკებებზე ოკუპანტების გასვლის საკითხი დადგება. ალიევი ჩიჩხიტურში თავისი ვერტმფრენით ჩავა და იტყვის, გილოცავთ, გარეჯი ჩვენიაო.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ურდო, რომელიც იპყრობს მის გვერდით მყოფ ქრისტიანულ ქვეყანას.
ძირს ალიევის სისხლიანი რეჟიმი.
გარეჯი საქართველოა და, როგორც ყველა დამპყრობელი, ალიევიც სწორედ აქ მოიმტვრევს კისერს.“