ბარსელონასთან ქართველმა მამაკაცმა მაროკოელი ქურდი დაჭრა – ვიდეო

ბარსელონასთან ქართველმა მამაკაცმა მაროკოელი ქურდი დაჭრა - ვიდეომაროკოული წარმოშობის სავარაუდო ქურდი ძარცვის მცდელობისას ქართველმა მამაკაცმა სახეში დანით რამდენჯერმე დაჭრა. ესპანური გამოცემები წერენ, რომ გამვლელებმა ქურდი დაზარალებულს ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს.

შემთხვევა სანტა კოლომას (Santa Coloma de Gramenet, მუნიციპალიტეტი ბარსელონის პროვინციაში) ერთ-ერთ უბანში მოხდა, Mossèn Jacint Verdaguer-ის ქუჩაზე, ბაზრის სიახლოვეს. როდესაც მაროკოელი წარმომავლობის პირმა მორიგი გამვლელის გაძარცვა სცადა, დაზარალებულმა მამაკაცმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა, მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია.

ვიდეოზე ჩანს, როგორ ტოვებს თავდასხმის ადგილს სახედასისხლიანებული თავდამსხმელი და ტროტუარზე ჯდება. დაზარალებული მას მისდევს, თუმცა გამვლელები აკავებენ.

ნოსტალ.ჯი