ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მყოფი სენატორი ბერნი სანდერსის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ცნობილი ქურთუკით, ხელთათმანებითა და გამორჩეული პოზით მიიპყრო.
მოგვიანებით, ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო საქველმოქმედო კოლექციად აქცია.
მოდელების გაყიდვიდან მიღებული სრული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. სვიტერები ბერნი სანდერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. თითოეული მათგანის ყიდვა ონლაინ, 45 დოლარად არის შესაძლებელი.
მსოფლიოში ამ ფოტოს უამრავი მემი გაჩნდა. გთავაზობთ რამდენიმეს.




