დავით ზალკალიანი – “კოვიდ 19 დამიდასტურდა, 23 იანვარს ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი”

დავით ზალკალიანი - "კოვიდ 19 დამიდასტურდა, 23 იანვარს ინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი"დავით ზალკალიანმა ფეისბუქში დაწერა:

“მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები . ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.”