“დღეს დილას სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს” – რა მოხდა დიდ დიღომში

"დღეს დილას სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს" - რა მოხდა დიდ დიღომშიდათო ჭუმბურიძემ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს დილას სასწაულებრიად გადავურჩი სიკვდილს, როდესაც ჩემთვის წყნარად მივდიოდი დიდ დიღომში, მეოთხე მკრ-ში ტროტუარზე და არსაიდან ქუჩის ძაღლი დამესხა თავს. ინსტინქტურად უკან დავიწიე გზისკენ, ფეხი ამიცურდა და მანქანამ მილიმეტრებში გამიარა წაქცეულს. როგორ გადავრჩი, ახლაც ვერ ვაანალიზებ კარგად…
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქუჩის ძაღლი დამესხა თავს (უბრალოდ, ამ ჯერზე ნამდვილად სიკვდილს ჩავხედე თვალებში). მე არასოდეს ოდნავი აგრესიაც კი ძაღლის მიმართ არ გამომიხატავს (ვინმემ რომ არ დამიწეროს, რომ მე დავუშავე რაიმე და მაგიტომ მესხმიან ხოლმე თავს).

ყველა უბანში არ არის ამდენი უპატრონო ძაღლი, რამდენიც დიდ დიღომში, არავინ პატრონი არაა, მეოთხე მკრ-ს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ათეულობით ძაღლია აქ თავმოყრილი…

ველურ ჯუნგლებში ვცხოვრობთ თუ რა ხდება, ვეღარ გამიგია, როგორ მოვედით აქამდე, რომ ქუჩაში გავლა უსაფრთხო აღარაა უპატრონო ძაღლების გადამკიდე. არცერთ ნორმალურთან მიახლოებულ ქალაქში და ქვეყანაში მე ასეთი სიტუაცია არ მინახავს, რომ ქუჩაში ძაღლები გესხმოდნენ თავს…
რაღაც არის მოსაფიქრებელი ამ კუთხით …30 წელია, დიდ დიღომში ვცხოვრობ და ძაღლები კი სულ იყვნენ, მაგრამ ამ ბოლო წლებში რაოდენობაც მომატებულია და რატომღაც უფრო აგრესიულები არიან…
პ.ს მე კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ყველას შვილები გვყავს და გვეზრდება და ქუჩის უპატრონო ძაღლს ნამდვილად ვერ დავაგლეჯინებ ჩემს შვილებს!”