„ექიმმა მითხრა, ხელთათმანებს ყოველ მესამე პაციენტზე იცვლიდა“

„ექიმმა მითხრა,  ხელთათმანებს ყოველ მესამე პაციენტზე იცვლიდა“ნატა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს კოვიდ-19 ზე სწრაფი ტესტის ასაღებად მივაკითხე “საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს”. წინამძღვრიშვილის 57 ნომერში. ექიმმა, რომელმაც ჩემზე წინ პაციენტს აუღო ტესტი, იგივე ხელთანთმანით გამომართვა პირადობა, გადაიღო ქსეროქსზე, ჩაიწერა საკონტაქტო ნომერი და როდესაც ტესტის გახსნა დაიწყო ვკითხე თუ რატომ არ იცვლიდა ხელთათმანს, რომელიც წინა პაციენტზეც გამოიყენა.

ექიმის პასუხი იყო, რომ ის ყოველ მესამე პაციენტზე იცვლიდა ხელთათმანს და ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით. არ ვიცი მართლა ჯანდაცვა აძლევს ექიმებს ამის უფლებას თუ ზოგიერთი მისნაირი ექიმების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო ხდება ეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული და საფრთხის შემცველი ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომელიც არ არის ინფიცირებული, მაგრამ შეიძლება დაინფიცირდეს ამ ფორმით. მხოლოდ იმიტომ რომ ლატექსის ხელთათმანის ეკონომიას აკეთებს კლინიკა.“