გია ხუხაშვილი – “გახარია ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად ადექვატურია”

გია ხუხაშვილი - "გახარია ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად ადექვატურია"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“უკაცრავად, იმათთვის ვისაც ვერ გიპასუხეთ ტელეფონზე.
ჩემის აზრით, კვლევის შედეგები კანონზომიერია.
ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს სიკვდილის და შიმშილის შიშით სავსე ადამიანებს აწუხებთ. ის მხოლოდ არც თუ დამაჯერებელი კუნთების თამაშით არის დაკავებული და კიდევ უფრო ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.
ეს მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით.
კერძოდ გახარია, რომელიც “ჭაობის კაბინეტს” მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადექვატურად გამოიყურება.
ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია.”