გიგი უგულავა უცხოეთში არ გაუშვეს – “დღეს საზღვარზე გამაჩერეს, გაწითლებული ხარო”

გიგი უგულავა უცხოეთში არ გაუშვეს - "დღეს საზღვარზე გამაჩერეს, გაწითლებული ხარო"გიგი უგულავამ ფეისბუქში დაწერა:

“შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია.

Nino Lomjaria ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ.”