გიორგი გაბუნია – “დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში”

გიორგი გაბუნია - "დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში"დღეს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მასზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე სასამართლოში დაიკითხა.

„კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია. ახლაც მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა და ის პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იყო, როცა დაცვის უფროსი ჩემთან სახლში ცხოვრობდა, რადგან ძალიან დიდი რისკი იყო, სანამ ბრალდებულის დაკავება მოხდებდა.

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, უბრალოდ გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი, მაგრამ სასიამოვნო ეს შეგრძნება, რა თქმა უნდა არ არის, თუმცა, მას შეეძლო ჩემთვის კითხვების დასმა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მთელი პროცესის განმავლობაში ასე მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მას იმ დონის მტრები არ ჰყავს, რომ მისი მკვლელობა შეეკვეთათ.

„ვერ ვიტყვი, ის ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ ვიზუალურად რომ შეხედავთ, გავს – თავისუფლად შეიძლება იყოს თვითონ ქილერი, რომელსაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამას მხოლოდ ვიზუალიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაცია სუს-მა მომაწოდა, როცა დაზარალებულად მცნეს, რომ მას შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი, ასევე კრიმინალური წარსული აქვს და ის იძებნება კიდეც სხვა ქვეყნებში მკვლელობებთან დაკავშირებით.

ასე, რომ არ გამოვრიცხავ, დღეს, მე ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში. როცა პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრუდა. თუმცა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არ ვიცი,“ – განაცხადა გაბუნიამ.

იპნ