გიორგი მახარაძეს და მარიამ ნადირაძეს გოგონა შეეძინათ

გიორგი მახარაძეს და მარიამ ნადირაძეს გოგონა შეეძინათ26 იანვარს მსახიობები გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე მშობლები გახდნენ. ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა და ოჯახი გააბედნიერა.

გიორგის პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, ელენე მახარაძე. ელენე ახლა 10 წლისაა და გახარებულია, რომ პატარა დაიკო შეეძინა. ჩვენ გიორგის დედას, თეო ჩივაძეს დავუკავშირდით სასიამოვნო სიახლე მივულოცეთ.

თეო:
– დიდი მადლობა, ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. დაიბადა ბებოს „მსუქანა“ გოგო, გიორგისავით გოლიათია. გიორგი 4,800 დაიბადა, ჩვენი პატარა გოგო კი – 4,500. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც კარგადაა, ბავშვიც, მამაც. მამა საერთოდ გადარეულია, ისე უხარია.
უნდოდა, კიდევ გოგო ჰყოლოდათ და ახლა გახარებულია, ორი გოგოს მამა ვარო. სიმართლე გითხრათ, მეც მინდოდა გოგო ყოფილიყო, მიხარია, რომ გოგოები გვყავს.

– რა დაარქვით პატარას?
– ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუმცა მშობლებს უნდათ, რომ ნიკა დაარქვან, ნათლობის სახელი კი იოანა იქნება.

– სახელი ნიკა ჩვენთან მაინც უფრო ბიჭთან ასოცირდება..
– დიახ, მაგრამ ასე მითხრეს, შენ ნიკას ნიკოლოზთან აიგივებ, არადა არიან დები ლიზი და ნიკაო. რა ვიცი, ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში არიან, რას გადაწყვეტენ ზუსტად ვერ გეტყვით, ეიფორიაში არიან. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ იოანათი მოვნათლავთ და ბებო იოანას დაუძახებს.

– ელენე როგორ შეხვდა დაიკოს დაბადებას?
– ძალიან გახარებულია. გიორგი ამბობდა და ვეთანხმები მეც იმაში, რომ ახლა ელენე ძალიან კარგ ასაკშია, არც პატარაა, რომ ვერ გაიგოს და არც ძალიან დიდი. იზრუნებს კიდეც თავის დაიკოზე. ისე უხარია, მეკითხებოდა, ხელში ხომ დამაჭერინებო. მოკლედ, ყველა გახარებულები და ბედნიერები ვართ ამ პატარა გოგოს ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლით.
მშობლები