“გული გამისკდა, როცა მივხვდი, რომ ფული ბანკომატში დამრჩა…”

"გული გამისკდა, როცა მივხვდი, რომ ფული ბანკომატში დამრჩა..."თამუნა ბერიაშვილმა ფეისბუქის ჯგუფ “ვარკეთილში” დაწერა:

“გუშინ ზემო პლატოზე ზღაპართან ლიბერთის ბანკომატიდან გამომქონდა თანხა, რაღაცნაირად გავითიშე, ბარათი ავიღე და შევედი მარკეტში.

15 წუთში მივხვდი, რომ თანხა არ მქონდა 280 ლარი. გული გამისკდა, რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ ფული ბანკომატში დამრჩა. გიჟივით გამოვვარდი, მაგრამ რას ვნახავდი? შევედი უკან ბნედანაცემი, რისი იმედი მქონდა, მეც არ ვიცი.

უცებ ხანშიშესული ქალი მომიახლოვდა, შვილო, ფული ხომ არ დაკარგეო? ვერ აღვწერ, იმ წუთას რა დამემართა. თურმე დადიოდა და მეძებდა.

ფულის მიცემაც მინდოდა მადლიერების ნიშნად, მაგრამ არ გამომართვა.

გუშინ დავრწმუნდი, რომ კეთილი ადამიანები ისევ არსებობენ. მინდა აქაც გადავუხადო მადლობა იმ საყვარელ ადამიანს.

ღმერთმა ამრავლოს ესეთი სინდისიერი ხალხი.”